19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
რამდენად უსაფრთხოა SPF-ის შემცველი მზისგან დამცავი საშუალებები, რა უნდა ვიცოდეთ, რომ კანის კიბო და დაბერება თავიდან ავიცილოთ - სპეციალისტების რჩევები 

რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია მზისგან დამცავი საშუალებები და როგორ გამოვიყენოთ ისინი სწორად.

სინამდვილეში მზისგან დამცავ საცხებს, უამრავი პოტენციური დაზიანების შემსუბუქების დატვირთვა აქვს, ისეთი საფრთხეების რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება, ან კანის კიბო. 

New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ მზისგან დამცავი საშუალებების არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, მათი მტკიცებით, ასეთ საცხებში  შემავალმა აქტიურმა ინგრედიენტებმა შეიძლება სისხლში შეაღწიოს და მავნე ზემოქმედება მოახდინოს. 

მზისგან დამცავი საშუალებები ერთ-ერთია იმ ადგილობრივი გამოყენების პროდუქტებიდან, რომელთა ჯანმრთელობაზე ზემოქმედების პოტენციური შედეგები ბოლომდე გააზრებული და შესწავლილი არ არის.

რამდენ -% SPF-ს უნდა შეიცავდეს მზისგან დამცავი საცხი? 

დერმატოლოგების უმეტესობა, ისევე როგორც ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია, რეკომენდაციას უწევს მზისგან დამცავ ისეთ საშყალებებს, რომელშიც SPF-ის შემცველობა მაქსიმუმ 30% იქნება. თუმცა, მათ, ვისაც კანი მარტივად ეწვებათ, მეტის გამოყენებასაც ურჩევენ. SPF-ის 30% იცავს მზის UVB სხივებისგან დაახლოებით 97%-ით. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დამცავი საშუალებებიდან 100%-ით არც ერთი არ იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან.

დერმატოლოგები ადამიანებს ურჩევენ, დამცავი კრემით სხეულის ყველა იმ ნაწილზე დაიტანონ, რომელსაც სამოსი არ ფარავს, რადგან სხეულზე ლაქები არ გაჩნდეს. 

მზისგან დამცავი რომელი საშუალებაა უკეთესი - ქიმიური თუ ბუნებრივი და რატომ?

თითოეულ სახეობაში არსებობს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, მზისგან დამცავი მინერალური საშუალებების ერთ-ერთი დადებითი მახასიათებელი ის არის, რომ მათი აქტიური ინგრედიენტები - თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი - სისხლში არ აღწევს. 

"თუ თქვენ ზრუნავთ კანზე, მე ვიტყოდი, რომ მინერალი საუკეთესოა," - ამბობს დოქტორი.

გამოვიყენოთ თუ არა, მზისგან დამცავი კრემი მაკიაჟის ან დამატენიანებელის ქვეშ? 

ასეთ შემთხვევაში მზისგან დამცავი, შესაძლოა გამოიყენოთ მაკიაჟის გაკეთებამდე. 

საჭიროა თუ არა, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება მუქი კანის მქონე ადამიანებისთვის?

დიახ ეს საჭიროა. "არასწორი მოსაზრებაა, რომ მუქი ფერის მქონე ადამიანებს კანის კიბო არ ემართებათ. მზის დამწვრობა, დაბერება, კანის არათანაბარი ტონირება და ჰიპერპიგმენტაცია არის ის პრობლემები, რაც შეიძლება გამწვავდეს მზის ზემოქმედებით მუქი კანის ადამიანებშიც," - ამბობს დერმატოლოგი.

 



 

დღის ამბები