გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მზადყოფნას აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ბინადარი ბავშვები ოჯახურ გარემოში განთავსდნენ. როგორც ცნობილია, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვებმა ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი გარემო:
"გაეროს ბავშვთა ფონდი მზად არის დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს იმაში, რომ ეს ბავშვები რაც შეიძლება სწრაფად განთავსდნენ ოჯახურ გარემოში. UNICEF მხარს უჭერდა 2005 წლიდან ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას, რის ფარგლებშიც დიდი ზომის ინსტიტუციები დაიხურა და დღესდღეობით ბავშვები ცხოვრობენ მინდობით აღზრდაში, მცირე ზომის საოჯახო სახლში, თუ სხვა ტიპის ალტერნატიულ მზრუნველობაში,"- აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე.