ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი გრძელდება. 222-ე ღამეს კვლავ ხმაურის აქცია მოეწყო.
მოძრაობის ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მან ასევე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობასთან ერთ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა.
გოლეთიანის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლობამ ხელისუფლებას იმ პირობების დაკმაყოფილება მოსთხოვა, რასაც თავის დროზე ჰესის მოწინააღმდეგეები ითხოვდნენ. გოლეთიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია შეხვედრა მედიისთვის ღია იყოს, რათა სპეკულაციის საგნები არ არსებობდეს.