19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ქვყანაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა. 

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას რეგულაციების დაცვის აუცილებლობა და დიდი თავყრილობებისგან თავშეკავების საჭიროებას გაუსვა ხაზი. 

"უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა მივეცეთ თვითკმაყოფილებას. ჩვენ, ყველა, უნდა დავემორჩილოთ რეგულაციებს. კი, ძალიან კარგია, როდესაც გვინდა დიდი, სადღესასწაულო თავყრილობები, მაგრამ კარგა ხანი ამაზე უარი უნდა ვთქვათ, რადგან ყველა დიდი გავრცელება იწყება ამ დიდი თავყრილობებიდან. უნდა დავიცვათ რეგულაციები - მესმის, რთულია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პატარა საქართველოსთვის ყოველდღიურად 17-20 გარდაცვლილი ძალიან დიდი გამოწვევა და ტრაგედიაა,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები