სამძებრო ოპერაცია აბასთუმანში - მაშველები 7 ახალგაზრდას ეძებენ. ისინი 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მათი კვალი იკარგება. ბოლოს ახალგაზრდები მწყემსმა 4 მაისს, 5 საათზე, ტყეში ნახა.
დაკარგულები უკანასკნელად ზეკარის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, ბოლოს მათთან სატელეფონო კავშირი 3 ივნისს შედგა და მას შემდეგ ისინი ხაზზე არ გამოდიან.
რაც შეეხება სამაშველო ოპერაციას, პროცესში ჩართული არიან 40 მეხანძრე-მაშველი და რეინჯერები. სამძებრო ოპერაცია დრონებით მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია პოლიცია.
ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, რომ დაკარგულებიდან ერთ-ერთი ახლგაზრდა ახალციხელია და მასთან ჩამოსული სტუმრებიდან ყველა სტუდენტია.