"კურიერისთვის" სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აბასთუმნის ტყეში დაკარგული 7 პირი იპოვეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდებს გზა აებნათ და დაიკარგნენ.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
4 ქალი და სამი მამაკაცი 3 დღის წინ ტყეში პიკნიკზე წავიდა. ბოლოს ისინი მწყემსმა ტყეში 4 ივნისს, დაახლოებით 5 საათზე ნახა, ამის შემდეგ მათი კვალი დაიკარგა. ოპერაციაში ჩართული იყო 50-მდე მეხანძრე-მაშველი. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.