ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრებთა მხარდასაჭერად აქცია გაიმართა თბილისში, პუშკინის სკვერში. აქციაზე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.
შუქრუთელების ნაწილი სათანადო კომპენსაციის გაცემას მოითხოვენ. მათი მტკიცებით, მოპოვებითმა სამუშაოებმა საცხოვრებელი დააზიანა.
კომპანიასა და შუქრუთის მოსახლეობის ნაწილთან შეთანხმება უკვე შედგა, რამდენიმე ადგილობრივი კი შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა და პროტესტს განაგრძობს.