19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
პრინც ჰარის და მეგან მარკლს გოგონა შეეძინათ - ლილიბეთ დიანას სახელი ბებიების პატივსაცემად შეურჩიეს

სასექსის ჰერცოგს და ჰერცოგინიას მეორე შვილი შეეძინათ. პატარა ლილიბეთ დიანა უინძორი კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-ბარბარაში, პარასკევს 11:40 საათზე დაიბადა. 

განცხადება მეორე შვილის დაბადების შესახებ წყვილმა ცოტა ხნის წინ თავად გაავრცელა. იმავე ინფორმაციის მიხედვით, ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.

წყვილის განცხადებით, მეორე შვილს ლილიბეთი დიდი ბებიის გამო დაარქვეს, მას სამეფო ოჯახში სწორედ ასე ეძახიან. მეორე სახელი - დიანა კი ბებიის, ლედი დის ხსოვნის პატივსაცემად შეარჩიეს. 

ახალშობილი ლილიბეთი, დედ-მამის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 7 ფუნტსა და 11 უნციას იწონის.

მეგან მარკჯლისა და პრინც ჰარის ქალიშვილი სამეფო ოჯახის ტახტის სიაში რიგით მერვე მემკვიდრეა. 

 

დღის ამბები