19 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"დაეტაკნენ ბავშვთა დაწესებულებას ცრუ ბრალდებებით" - სასულიერო პირების ერთი ნაწილი ნინოწმინდაში ბავშვებზე ძალადობას ლიბერალების პროპაგანდას უწოდებს

სპატრიარქომ დღეს პოზიცია ოფიცილურად დააფიქსირა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება 4 სხვადასხვა ფაქტზე ჯერ დასრულებული არ არის, საკუთარ განცხადებაში საპატიარქო ირწმუნება, რომ სასამართლოს არ ჰქონდა მტკიცებულებები არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის შესახებ.

პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხს არ ემხრობა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ნაწილი. მათი თქმით, გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს, ბრალდებები კი, რომელიც ისმის, სიმართლეს არ შეესაბამება.

სხვა პოზიცია აქვს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს. მეუფე გრიგოლი იმედოვნებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდება ყოველგვარი სირთულეებისა და წინააღმდეგობის გარეშე.

განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვს სახალხო დამცველი. ომბუდსმენმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განჩინება იმ რეალურ რისკებსა და საფრთხეებზე მიუთითებს, რომელიც დაწესებულებაში ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით არსებობს.

ომბუდსმენის გარდა განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან ჯამში 11 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო. მოძიებულია ალტერნატიული ფორმები, სადაც ბავშვების გადაყვანა ხდება.
 

 

დღის ამბები