ბენეფიციარებს დასჯის მიზნით ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების გამოტოვება, თავზე ხელებდაწყობილებს თანატოლების თვალწინ უწევთ მუხლებზე ხოხვით სიარული, აღმზრდელების მხრიდან არის ძალადობის ცალკეული შემთხვევები, - ეს არის ჩანაწერი სახალხო დამცველის ანგარიშიდან, რომელიც 2015 წლით თარიღდება და რომელიც ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას ეხება.
რატომ არ იყო რეაგირება წლების განმავლობაში და რატომ უწევდათ ბავშვებს ამ პირობებში ცხოვრება - აპრილში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები პანსიონში არ შეუშვეს, რის მერეც უფლებადამცველებმა აქტიური კამპანია დაიწყეს.