19 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
"ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტები" - რა ინფორმაცია მიაწოდეს ფილიპ რიკერს მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე NGO-ებმა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, დილიდან შეხვედრებს მართავს. ის, ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროში იმყოფება, სადაც უწყების ხელმძღვანელს შეხვდა.

იქამდე რიკერმა შეხვედრა მედიის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. 

"მედიის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მათ ინფორმაცია მიაწოდეს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, ასევე, დისკრედიტაციულ კამპანიებზე ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

"მედიას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ პროცესში, მით უმეტეს, არჩევნების წინ და ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ამ თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე. საუბარი შეეხო ჟურნალისტთა მიმართ ძალადობის ფაქტებს, ასევე, ინფორმაცია მივაწოდეთ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიებზე და დისკრედიტაციულ კამპანიებზე მმართველი პარტიის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელიც გამოძიებებს უკავშირდება,"- განაცხადა თამარ კინწურაშვილმა. 

ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის განცხადებით, შეხვედრისას რუსული პროპაგანდის საკითხებიც განიხილეს. 

"ვისაუბრეთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობასა და თვითრეგულირების მნიშვნელობაზე და, ასევე, განვიხილეთ, რუსული პროპაგანდის საკითხები საქართველოში. თითოეული პრობლემა არის მნიშვნელვანია, რაც ეხება მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას ჟურნალისტების მიმართ და, ასევე, მცდელობას, რომ თვითრეგულირების საკთხები გადავიდეს რეგულირებაში,"- განაცხადა მარიამ გოგსაშვილმა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერის,  მამუკა ანდღულაძის თქმით, საუბარი შეეხო მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების შესაძლო გზებს. 

"კითხვები იყო რა მდგომარეობა, გამოწვევები და პრობლემებია და რა შესაძლო გამოსავალი არსებობს. ის აგრესიული რიტორიკა, რომელიც მოდის, დეზინფორმაციული კამპანია, პოლიტიკურად მოტივირებული ქეისები, მნიშვნელოვანია, შეწყდეს, ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად, ძალადობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება,"- განაცხადა მამუკა ანდღულაძემ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც ოპოზიციის, ასევე სახელისუფლებო გუნდის წევრებთან.

დღის ამბები