19 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება

თბილისი-ოზურგეთი-თბილისის რეისზე დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. 

"მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ივნისიდან და შემდეგ ყოველ ოთხშაბათს, მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებელი. კერძოდ, ოთხშაბათობით ოზურგეთის მიმართულებით მატარებელი დროებით არ იმოძრავებს. შეზღუდვა იმოქმედებს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კონკრეტულ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულებამდე. "საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები