საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google 220 მილიონი ევროთი დააჯარიმა. დადგინდა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ პლატფორმა ინტერნეტ რეკლამისთვის თავისივე პროდუქტების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას, რაც ფრანგულმა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა საკმაოდ მასშტაბური თანხის საჯარიმო ქმედებად ჩათვალა.
ანტიმონოპოლიური სამსახურის ინფორმაციით, Google-მა დაკისრებული ჯარიმა არ გაასაჩივრა და მისი გადახდა რეგულაციის პროცედურების ფარგლებში შეთანხმდა.
ამასთან, კომპანიამ არათუ სოლიდური ჯარიმის გადახდაზე თქვა უარი, საბოლოოდ ფრანგულ საზედამხედველო ორგანოსთან ონლაინ რეკლამის საკუთარი ბაზრის გაუმჯობესებისთვის გარკვეულ შეთანხმებასაც კი მიაღწია.
Google ონლაინ რეკლამის მსოფლიო ბაზარზე დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს, რის გამოც ანტიმონოპოლიური სარჩელების განხილვისას რამდენიმე ქვეყნის შესაბამის სამსახურებთან დავა ხშირად უწევს.