"ფიცარი ამოიტანა, მეც მომარტყა და გადატყდა, მერე ჩემ ძმასაც დაარტყა" - ამ ფორმით ნინოწმინდის პანსიონში იმ ბავშვებს სჯიდნენ, ვისი საქციელიც დაწესებულების მასწავლებლებს არ მოსწონდათ. მათ შორის იყო 7 წლის ლაშა, რომელიც ახლა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს და ნინოწმინდის პანსიონიდან რამდენიმე დღის წინ წამოიყვანეს.
მცირეწლოვანი "კურიერს" უყვება, რომ აღზრდის მკაცრი ზომები იმდენად მძიმე იყო, ხშირად ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებდა.
ძმები, რომლებიც 6 წლის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრებდნენ, ამბობენ, რომ დაწესებულების აღმზრდელები სადამსჯელო ზომებს სასწავლო პორცესის დროსაც იყენებდნენ. დასჯის მეთოდი იყო მოზარდების საკვების გარეშე დატოვებაც.
ძმები სამართალდამცველებმა უკვე გამოკითეს, ისინი პოლიციაში კანონიერ წარმომადგნელთან, ბებიასათან ერთად იმყოფებოდნენ. ასახავს თუ არა მცირეწლოვანი ძმების მძიმე მონათხრობი იმ რეალობას, რაც ნინოწმინდის პანისონშია, ეს გამოძიებამ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინონ.