19 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ჯანმო რეგულაციების მოხსნის წინააღმდეგია

მსოფლიოში მეექვსე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, თუმცა კოვიდინფიცირების შემთხვევების შემცირების მიუხედავად, ორგანიზაცია რეგულაციების მოხსნის წინააღმდეგია.

აქტუალურობას არ კარგავს "კოვიდ-19"-ის წარმოშობის რეალური მიზეზების ძიებაც. ამერიკის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ ამ თემაზე მომზადებული ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის ჩინეთის უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვის ჰიპოთეზა სარწმუნოა და დამატებით გამოძიებას საჭიროებს. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა "უოლ სტრიტ ჯორნალი" ავრცელებს.

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები "კოვიდ-19-ის" წარმომავლობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ, ვირუსის ლაბორატორიული ინციდენტის შედეგად წარმოქმნა ან ინფიცირებულ ცხოველთან ადამიანის კონტაქტის შედეგად.

დღის ამბები