"განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა. პირველ რიგში, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს, დედაქალაქში აღარ ხორციელდება არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არცერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს," - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, განვლილი წლების განმავლობაში შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, დედაქალაქში მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება.
"უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ," - აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, გარემოს დაცვის პოლიტიკის კუთხით უმნიშვნელოვანესია საპარკე კულტურის განვითარება.