04 მაისი 2024,   10:08
ვრცლად
გაიხსნება თუ არა ნინოწმინდის პანსიონის კარი მედიისთვის - ადგილზე მეუფე ნიკოლოზი მივიდა, რომელსაც მეუფე სპირიდონთან შეთავაზება აქვს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მეუფე ნიკოლოზი მივიდა. მას მეუფე სპირიდონთან სამი შეთავაზება აქვს. 

მეუფე ნიკოლოზი პანსიონში არსებული რეალური ვითარების  გასაცნობად სასულიერო პირს სთავაზობს: პირველი, იმ სოცმუშაკებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში პანსიონის ბენეფიციარებთან მუშაობდნენ, შედეგები მედიას გააცნონ.

მეორე შეთავაზებაა, რომ ადგილზე არსებული მდგომარეობა ტელევიზიის ოპერატორებმა ჟურნალისტების გარეშე გადაიღონ, ხოლო მესამე შეთავაზებაა, მედიას პანსიონში სრულფასოვანი მუშაობის საშუალება მიეცეს და ოპერატორებთან ერთად იქ ჟურნალისტებიც შევიდნენ ვითარების გასაცნობად.

დათანხმდება თუ არა მეუფე სპირიდონი მეუფე ნიკოლოზის წინადადებებს და ექნება თუ არა მედიას უშუალოდ პანსიონის შიგნით აღბეჭდოს არსებული ვითარება, შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები