SkyUp Airlines -ის თვითმფრინავში, რომელიც ბორისპოლის აეროპორტში საგანგებო რეჟიმში ცოტა ხნის წინ დასვეს, საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, უწყება ამ ეტაპზე ამოწმებს იმ მისამართს, საიდანაც თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.
რეისი კიევში თბილისიდან შესრულდა. საქართველოს დედაქალაქიდან ის დაახლოებით 13:00 საათზე გაფრინდა და უკვე უკრაინის საჰაერო სივრცეში იყო, როდესაც აღნიშნული შეტყობინება მიიღეს.
სხვადასხვა წყაროთი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა თვითმფრინავის ერთი მგზავრი - საქართველოს მოქალაქე დააკავეს, თუმცა ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დადასტურებული არაა.