"შავი სიები“ და გადაადგილების კიდევ უფრო გართულებული პროცედურა ოკუპირებულ ახალგორში - რეგიონში მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. რაიონულ ადმინისტრაციაში უკვე გამოიკრა 300-მდე ადამიანის "შავი სია“, ვისაც გადაადგილების ნებართვაზე უარი გაურკვეველი ვადით ეთქვათ.
რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ისინი სიაში არ კონკრეტდება. გარდა ამისა რეგიონში პრაქტიკულად აიკრძალა ქართული სანომრე ნიშნებით ავტომანქანების მოძრაობა. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. DRI-ში თვლიან, რომ დე ფაქტო მთავრობის მთავარი მიზანია ახალგორის მოსახლეობამ ტერიტორია საბოლოოდ დატოვოს.