ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მზიანში დღეს დილიდან ხმაური იყო. ადგილობრივები სოფელში “მაგთის” მიერ საბაზო სადგურის ანძის დადგმას აპროტესტებდნენ.
როგორც მზიანელები ამბობენ, სოფელში უკვე ხუთი წელია დგას “ჯეოსელის” კუთვნილი ანძა და კიდევ მეორე ანძის დადგმის სურვილი არ აქვთ. ადგილობრივების თქმით, სასაფლაოს მიმდებარე ადგილი, სადაც კომპანია "მაგთი" ანძის მშენებლობას აპირებს, სოფელს სასაფლაოს დამატებით ტერიტორიად აქვს გათვალისწინებული და კომპანიას ანძისთვის ვერ დაუთმობს.
ასევე, მზიანელები შიშობენ, რომ ანძა მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.