19 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
საზოგადოებრივი ინიციატივის ასოციაცია სამოქალაქო ალტერნატიული ცესკოს შექმნას აანონსებს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის ასოციაცია" სამოქალაქო ალტერნატიული ცესკოს შექმნას აანონსებს, რომელიც არჩევნების პერიოდში საარჩევნო სიებს და პარალელურ დათვლას გაუწევს მონიტორინგს.

ორგანიზაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, შეიქმნას დაკვირვების ერთიანი სისტემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

"შესწავლილი იყო 3671 ამომრჩეველი. აქედან 443 ამომრჩეველი, ანუ 12% საერთო სიის იყო გარდაცვლილი. სიების 25% ამომრჩევლების არის საეჭვო და საჭიროებს შემდგომ შესწავლას,"- ამბობს "საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" დამფუძნებელი აკაკი კობალაძე.

"მივმართავთ აუცილებლად ადგილობრივ ორგანიზაციებს, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ჩვენ ვქმნით ახალ ინიციატივას სამოქალაქო ალტერნატიული ცესკო რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას გავაკეთებთ მაგრამ ყველა ბიულეტენი, რაც კი გაივლის საუბნო საარჩევნო კომისეიებში აბსოლტურად ყველა ოქმი შემოწმებული იქნება,"- განაცხადა "საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის" დამფუძნებელმა აკაკი ხუსკივაძემ.

 

დღის ამბები