რატომ არ ხვდება რაგბის კავშირის თავმჯდომარე სოსო ტყემალაძე კლუბებს, რომლებმაც არჩევნებში მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს. დღეს მორაგბეებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და ამ საკითხზე ისაუბრეს.
კლუბების წარმომადგენლებს გარკვეული შეკითხვები აქვთ რაგბის კავშირის ხელმძღვანელთან სპორტული მიმართულებით.
"კანონის ფარგლებში ვეცდებით, რომ ვიმოქმედოთ. არის სხვადსხვა საკითხები, უშუალოდ იურიდიულ ნაწილშიც გავივლით იურისტებთან, რა ბერკეტები გვაქვს. ასევე, მთლიანი ძალა მაინც მორაგბეების ნაწილია და ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ არეულობა არ გვინდა, პირიქით, მოვილაპარაკოთ, დასხდეთ და რაც უკეთესი იქნება ქართული რაგბისთვის, ის გადაწყვეტილებები მივიღოთ,“ - განაცხადა ვეტერანმა მორაგბემ ლევან ობოლაძემ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი