19 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
როგორ შევურჩიოთ ოთხფეხა მეგობრებს საკვები სწორად – happy dog&happy cat ჯანმრთელობის და ბედნიერების გარანტიაა

ინაური ცხოველები ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მეგზურები არიან და შესაბამისად, მათზე ვზრუნავთ ისე, როგორც საკუთარ შვილებზე. ვუქმნით საუკეთესო პირობებს, რათა ჩვენ გვერდით ყველაზე კომფორტულად იგრძნონ თავი.

უპირველეს ყოვლისა, რასაც ყველაზე დიდი ყურადღებას აქცევთ, ალბათ საკვებია. საუკეთესო საკვები გარანტიაა, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრები ჯანმრთელები იყვნენ და დიდხანს გვქონდეს მათთან ბედნიერი დღეების გატარების საშუალება.

თუ საყვარელი და სანდო ბრენდი ჯერ კიდევ არ გაქვს შერჩეული, ეს სტატია დაგეხმარება. აქ ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ძაღლის და კატის საკვების სწორად შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინო.

Нет описания.

HappyDog-ი გერმანული კომპანიაა, „ინტერქუელის“ ბრენდი, რომელიც აწარმოებს ძაღლისა და კატის საკვებს. კომპანია დაარსდა 1765 წელს და წარმოადგენს მიულერების ოჯახურ ბიზნეს. გენერალური დირექტორი გახლავთ გეორგ მიულერი, რომელიც მკაცრად აკონტროლებს საკვების წარმოებას და ხარისხს, სისტემატიურად ხდება პროდუქციის შემოწმება ალტერნატიულ ხარისხის ლაბორატორიაში.

HappyDog-ს და HappyCat-ს აქვს ორი ქარხანა, რომელიც გერმანიაში, კერძოდ ბავარიაში მდებარეობს. პროდუქტი სხვა ქვეყანაში არ იწარმოება.

Нет описания.

ნედლეული, რომელიც საკვების დამზადებისას გამოიყენება არის 100%-ით ნატურალური და მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებული; წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად და საკვები ნამდვილად ამართლებს ხარისხის ნიშანს „დამზადებულია გერმანიაში“. ტვირთის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ სახმელეთო გზით, რათა არ მოხდეს საკვების დანესტიანება. ინახება სრული წესების დაცვით სამაცივრე საწყობში, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის ქვეშ.

 "რუსთავი 2" გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში HappyDog-ის ოფიციალურ წარმომადგენლობასთან.

– რამდენი სახეობის საკვები გაქვთ ამ ეტაპზე საქართველოში წარმოდგენილი?

საქართველში წარმოდგენილი გვაქვს 30 სახეობის საკვები, აქედან ძაღლის 27 სახეობაა, ხოლო კატის – 3.

საკვების ფორმულები მრავალფეროვანია, გვაქვს ახალგაზრდა, ასაკოვანი, მსუქანი, გამხდარი, აქტიური, მშვიდი, მგრძნობიარე, ალერგიული ძაღლის საკვები, რომელიც ოპტიმალურად ადაპტირებულია ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

ასევე, გვაქვს ორის საფასო სეგმენტი, fit and well და naturqroq ხაზი, ბიუჯეტური და ნაკლებად ბიუჯეტური.

Нет описания.

– რითი მზადდება ჰეფი დოგი?  

ჰეფი დოგიდ-ის საკვების ყველა რეცეპტი შემუშავებულია გერმანელი დიეტოლოგების მიერ და მასში შემავალი ყველა ინგრედიენტი, ნედლეული არის ნატურალური და მოპოვებული გერმანელი ფერმერების მიერ;

თუ ცხოველი იღებს Happy Dog-ის პროდუქტს ყოველდღიურად, გამორიცხულია, ჰქონდეს რომელიმე ნივთიერების დეფიციტი, რომელიც ძირითადად აქვთ ხოლმე ძაღლებს საკვებისგან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელი ძაღლი არის ბედნიერი ძაღლი“

– ზოგს მიაჩნია, რომ ძაღლის ჯანსაღი კვების საფუძველი არის მხოლოდ ახალი ხორცი, რამდენად მართალია ეს მოსაზრება?

– ძაღლის ჯანსაღი კვების საფუძველი არ არის მხოლოდ ახალი ხორცი, მეტაბოლიზმის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც გამოირჩევა ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. მოსაზრება, რომ ძაღლს ბევრი ხორცი სჭირდება, ძველი დროის ძაღლის პატრონების შეხედულება იყო, რადგანაც ძაღლი მგლისგან არის წარმოშობილი, მგლები კი ძირითადად, ხორცით იკვებებოდნენ.

მაგრამ დღევანდელი შინაური ძაღლები აღარ არიან მგლები. დღეს ისინი ძალიან განსხვავდებიან თავიანთი წინაპრებისგან, მათი ორგანიზმი ადაპტირებულია სხვა პირობებსა და საჭიროებებზე. სახლში მცხოვრებ ძაღლს ენერგეტიკული მოთხოვნილებაც ნაკლები აქვს. მგელი დღის განმავლობაში ველური პირობებში გადის 50 კმ-ს, ტიპიური ოჯახის ძაღლი იშვიათად გადის დღეში შვიდიდან რვა კილომეტრზე მეტს. ამიტომ, ძაღლს უფრო მეტად სჭირდება საკვები ნაკლები ცხიმითა და მეტი ცილით. ყველაზე მთავარია საკვებში ხორცის, ნახშირწყლების და ბოჭკოვანი ნივთიერებების დაბალანსებული თანაფარდობა და არა მარტო ხორცი.

Нет описания.

– მოკლედ რომ გვითხრათ იმ დამატებითი ინგრედიეტების შესახებ, რომელსაც შეიცავს ჰეფი დოგის საკვები

ჰეფი დოგის საკვების ხორცის გარდა ასევე შეიცავს სხვადასხვა ნივთიერებებს, როგორიცაა მაგალითად:

არტიშოკი – იცავს ღვიძლს ტოქსინებისგან და ინფექციებისგან; ხელს უწყობს ნაღველის გამომუშავებას, ეხმარება სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევას; ბაბუაწვერა: პოზიტიურად მოქმედებს რევმატული დაავადებების დროს; ასტიმულირებს ნაღველის წვენის გამომუშავებას; არყის ფოთლები: აძლიერებს საშარდე სისტემას, სახსრებს ეხმარება კანს გამონაყარისა და ქერტლიანობის დროს; ჭინჭარი: ამცირებს შარდში შარდმჟავას, ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემას; როზმარინი: მადის აღმძვრელი; პოზიტიურად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე; ბაყაყურა: აძლიერებს ღვიძლს; გააჩნია დეტოქს ეფექტი ეხმარება დარღვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის აღდგენაში;

სელისა და მზესუმზირის ზეთი: მდიდარია ომეგა-3, ომეგა -6, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ბზინვარებას ანიჭებს ბეწვს; ახალზელანდიური მწვანე მიდეა: მდიდარია ომეგა-3, ომეგა -6 და მინერალებით; იდეალურია ძავალ-კუნთოვანი სისტემისთვის, აქვს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და ხრტილის დამცავი ფუნქცია; ასევე იდეალურია სახსრებისთვვის და იოგებისთვის; ვაშლი: მდიდარია პექტინით, კარგია ნაწლავის ფლირის სტაბილურობისთვის; მდიდარია პრობიოტიკებით; გვირილა: ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემის გაართულად მუშაობას; გააჩნია სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი; გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;

– რატომ არის კარგი მშრალი კვება, კროკეტები ძაღლისთვის და კატისთვის?

ჩვენი მშრალი კვება პროფესიონალი დიეტოლოგებისგან არის შემუშავებული 100% დაბალანსებული და  შესაბამისად გათვალისწინებულია ყველა ტიპის ძაღლის მოთხოვნილებები, რომელსაც ადამიანი სახლის პირობებში ვერ დაუმზადებს, მშრალი კვება ხელს უწყობს კბილების ჯანმრთელობას და თანკბილვის გაუმჯობესებას, ამცირებს კარიესის გაჩენის რისკს.

– რამდენი ხანი ინახება საკვები და სჭირდება თუ არა მშრალ საკვებს სათანადო შენახვის პირობების დაცვა?

მზა ქარხნულ შეფუთვაში საკვები ინახება წელიწად-ნახევრამდე, თუმცა ქარხნული შეფუთვის გახსნის შემდეგ  შენახვის ვადა მცირდება 1,5- 3 თვემდე; ამ პერიოდის შემცირებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ტემპერატურა, ტენიანობა, სინათლე ჰაერი, რომლებიც აჩქარებენ ცხიმების დაჟანგვას, ვიტამინების და საკვები ნივთიერებების დაშლას;

– როგორ უნდა შევინახოთ გახსნილი ტომარა ისე, რომ არ გაგვიფუჭდეს საკვები?

შეფუთვის გახსნის შემდეგ საწყისი თვისებების შენარჩუნებისთვის საკვები უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ბნელ მშრალ და გრილ ადგილას, მაქსიმალური დასაშვები შენახვის ტემპერატურა 25 გრადუსია;

– გეგმავთ თუ არა ასორტიმენტის გაზრდას?

ჩვენ სისტემატიურად ვზრდით ასორტიმენტს მომხმარებლები მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ამ წელს უკვე დავამატეთ სამი ახალი ფორმულა და სველი კვებაც 100%-ით ნატურალური პაშტეტების სახით;

– მომშენებლებისთვის თუ გაქვთ რაიმე სახის შეღავათები? 

დიახ, საშენებისთვის და მომშნებელებისთვის გვაქვს სპეციალური ბიუჯეტური შეთავაზება, მათი საჭიროებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. ჩვენ ვამაყობთ, რომ ბევრი წარმატებული საშენი იკვებება ჩვენი საკვებით, მათ შორის ბ.ნ გოგა გველესიანის ძაღლებიც არიან ჩვენი ბრენდის მომხმარებლები.

– როდესაც ძაღლი შეჭამს ადამიანის საკვებს, მერე პირს არ აკარებს თავის კვებას, რატომ? 

ნებისმიერი სიახლე იზიდავს ძაღლს, ადამიანის კვებითი რაციონი არის ძალიან მრავალფეროვანი, ანუ მუდმივად სიახლეებით სავსე, თუმცა ვეტერინარების და დიეტოლოგების მტკიცებით შერეული მრავალფეროვანი საკვები ძაღლის ჯანმრთელობისთვის არის ძალიან დამაზიანებელი და არ არის რეკომენდირებული.

– შეიძლება თუ არა მივცეთ მშრალი საკვები და სახლში დამზადებული საკვები ერთდროულად?

დიახ, შესაძლებელია მიცემა, თუმცა ძირითადი პრობლემა რასაც ვაწყდებით, არის ის, რომ მერე ძაღლი აღარ ჭამს თავის საკვებს, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სახლის პირობებში ვერ დავუბალანსებთ საკვებს, არადაბალანსებული საკვები იწვევს ბეწვის ცვენას, უხარისხო ბეწვის სტრუქტურას, დაბალ იმუნიტეტს, კუწ-ნაწლავის პრობლემებს და ა.შ

– ბეზრდება თუ არა ძაღლს თავისი საკვები?

ძაღლს საკვები არ ბეზრდება, ეს არის მისი პირველი დომინირების გამოხატულება. არცერთი სერიოზული საშენი საკვებს არ ცვლის მაგ მიზეზით, რომ ძაღლს კვება მობეზრდა…

– სად შეიძლება თქვენი საკვების შეძენა მომხმარებლისთვის, საკუთარი მაღაზიების ქსელი თუ გაქვთ?

ჰეფი დოგი არის საკვების ოფიციალური წარმომადგენელი, გამომდინარე აქედან, ბრენდის პოლიტიკა არ არის საკუთარი მაღაზიების გახსნა, შესაბამისად, დღესდღეობით ვთანამშრომლობთ 40-მდე მაღაზიასთან, მათ შორის ბათუმში, ქუთაისში, გორში და კახეთშიც, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორი მაღაზიები და პასუხისმგებლები ვართ, რომ აღნიშნულ მაღაზიებში ნამდვილად იყიდება ჩვენი ორიგინალი პროდუქცია;

მაღაზიების ჩამონათვალი, რომლებსაც ადგილზე წარმოდგენილი აქვთ ჩვენი სრული ასორტიმენტი, მომხმარებელს შეუძლია ნახოს ჩვენს ვებგვერდზე: happydog.ge.

Нет описания.

– და მაინც, რატომ HappyDog-ი?

ჰეფი დოგი არის მსოფლიო ბრენდი, რომელმაც თავისი რეპუტაცია დაიმკვიდრა ათწლეულების მანძილზე და  ჩვენს პროდუქციაზე გაზრდილა არაერთი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი, ჰეფი დოგის საკვები ძაღლის ჯანმრთელობის, მყარი იმუნიტეტის, ბზინვარე ბეწვის, ჯანმრთელი კანის, მოწესრიგებული კუჭ-ნაწლავის და  ჯანსაღი სახსრების გარანტია.

აქვე, ჩვენ ვართ ძალიან ღია კომპანია საზოგადოებისთვის, შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს თუ ექნება რაიმე სახის კითხვა, მარტივად შეუძლია ჩვენს სოციალურ ქსელში მოგვწეროს ან დაგვირეკოს ოფისის ნომერზე, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ჩვენს საკვებთან დაკავშირებით.

 

(R)

დღის ამბები