19 ნოემბერი 2024,   22:19
ვრცლად
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი - გიორგი გახარია პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეში, კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" შეცდომა იყო, როდესაც ყოფილ პრემიერს (გიორგი გახარიას) უსაფუძვლო პიარი გაუკეთეს.

ეპისკოპოსი იაკობი მიიჩნევს, რომ გახარია არა კრიზისმენეჯერი, არამედ კრიზისმეიკერია.

"ადამიანი, რომელიც შს მინისტრი, შემდეგ პრემიერი იყო და პირდაპირ ერეოდა ეკლესიის საქმეებში, როგორ უნდა მობრუნდეს, არ ვიცი.

ვინ უნდა დაუჭიროს მხარი, ვინც 2012 წლამდე "ქართული ოცნების" მხარეს იყო, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა? აბა გადახედეთ, ვინ უდგას გვერდში, ან თვითონ რა გაუკეთებია? ლოკდაუნი გინდათ ისევ? მითხარით, რა გაუკეთებია, სტრატეგია ჰქონდა სწორი?

ამათი შეცდომა ის იყო, რომ პიარი უკეთეს. მენეჯერი, მენეჯერი, კრიზისმენეჯერს უწოდებდნენ. მე გეუბნებით, რომ კრიზისმეიკერია და არა კრიზისმენეჯერი," - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

დღის ამბები