რეზო გაბრიაძეს თაყვანისმცემბლები და ახლობლები უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
მხატვარს, რეჟისორისა და მწერალს ანჩისხატის ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს, მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.
"რეზო იყო გენიალური პიროვნება და გენიალური ადამიანი. ძალიან მიყვარდა, ძალიან ვწუხვარ, რომ წავიდა. წავიდა მთელი ეპოქა, ქართული ხელოვნების და მსოფლიო ხელოვნების," - ამბობს რეჟისორი ელდარ შენგელაია.
რეზო გაბრიაძეს უკანასკნელ გზაზე, პოლიტიკოსებიც გამოემშვიდობნენ. ხელოვანის დაკრძალვას პარლამენტის თავჯდომარე, თბილისის მერი, კულტურის მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ.
"მე მინდა საქართველოს, ჩვენს საზოგადოებას მივუსამძიმრო ეს. მე ვიტყოდი აუნაზღაურებელი დანაკარგი. ბატონი რეზო ყოველთვის პატივს მიაგებდა იმ ქალაქს, იმ წიაღს, რომლიდანაც ის გამოვიდა და ვიცი, რომ დღეს არა მხოლოდ თბილიში და საქართველოს მასშტაბით არამედ ქუთაისშიც განსაკუთრებულად გლოვობენ და ამ გლოვაში ჩვენ ვართ ერთიანი," - ამბობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
"ძალიან გულდასაწყვეტია როდესაც ასეთ დიდ ქართველებს, გენიოსებს ვემშვიდობებით. რეზო გაბრიაძე იყო ის ქართველი, რომელმაც არამხოლოდ საქართველოში დაიმსახურა დიდი სიყვარული არამედ საზღვრებს გარეთაც. მისი შემოქმედება ნამდვილად დარჩება თაობებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდები მის მიერ დაარსებულ მარიონეტების სახელმწიფო თეატრში მიმდინრეობდა. ის რამდენიმე დღის წინ, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.