ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოშია. გიტანას ნაუსედას დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.