მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში რეჟისორ რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უნიკალური და გამორჩეული რეჟისორი, დღეს საზოგადოებამ ძალიან ღირსეულად გააცილა.
"ძალიან ღირსეულად გააცილა ჩვენმა ერმა ბატონი რეზო გაბრიაძე. რაღაც საოცარი სისადავით, სილამაზით, სიმშვიდით თეატრიდან, იმ თავისი სამყაროდან, რომელიც მან შექმნა. შემდეგ იმ წმინდა ადგილიდან, ეკლესიიდან და შემდეგ, მთაწმინდიდან. ეს ხომ მარტო ერთეულების ხვედრია და სწორედ რეზო გაბრიაძე იყო ის ერთეული და უნიკალური,"- აღნიშნა მსახიობმა ნანა ფაჩუაშვილმა.