19 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
გამოძიებასთან მოთანამშრომლე ბავშვებზე ზეწოლა - ანა აბაშიძე იმ შეცდომებზე საუბრობს რომელიც ეფექტურ გამოძიებას ხელს შეუშლის

PHR-ის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და იმ შეცდომებს ასახელებს, რომელიც მისი აზრით უკვე დაშვებულია და ხელს შეუშლის ეფექტურ გამოძიებას.

"უკვე დაშვებული შეცდომები, რაც აუცილებლად შეუშლის ხელს ეფექტურ გამოძიებას:

1. ბავშვები არ გაიყვანეს დაუყოვნებლივ. დღეში ორი ან ერთი ბავშვის გაყვანა ეს არის განჩინების აღუსრულებლობა. ამით შეინარჩუნეს ძალადობრივი გარემო;

2. ბავშვები რომ არ მოაცილეთ დაუყოვნებლივ პანსიონატს და მათ ყოველდღიურად მოძალადეებთან ემოციური და ფიზიკური კონტაქტი შეუნარჩუნეთ ამით გააძლიერეთ ტრავმა და თან მიეცით დრო მოძალადეებს დააშინონ სავარაუდო მოწმე/დაზარალებულები ასევე მიწვდნენ ამ ბავშვების ხელით გარეთ მყოფებს;

3. სახალხო დამცველისთვის კვლავ დახურეთ კარი. დიდი ეჭვი მაქვს იმიტომ რომ არ გამხილოთ მანდ "მიპარიადკებაში". ამით შეუშალეთ ხელი სიმართლის დადგენას;

4. სულ არ მაინტერესებს ვინაა Unicef&world vision ზოგადად, აი ახლა იქ რომ ხართ და მუშაობთ თქვენ ხართ სახელმწიფო და ისე მოგთხოვთ როგორც მათ. ეს იცოდეთ;

5. გამოძიებასთან მოთანამშრომლე კეთილსინდისიერ ბავშვებზე ზეწოლა სწორედ იქ შენარჩუნებულმა გარემომ გამოიწვია. ისიც ვერ შეძელით პანსიონატში აღმზრდელები და სასულიერო პირები არ მიგეშვათ ამით მაინც შეგექმნათ შედარებით ნეიტრალური გარემოს ილუზია. მაგრამ არა. რატომ ნეტა?

იმიტომ, რომ ჯგუფურად და ორგანიზებულად ჩამოიწმინდოთ სოლიდარული პასუხისმგებლობა, რადგან იცით რომ პანსიონატის თემაზე სპირიდონი სახელმწიფოა და სახელმწიფო სპირიდონია," - წერს ანა ანაშიძე.

დღის ამბები