ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დავით ხუციშვილი 29 მაისის ინციდენტზე გუშინ დააკავეს. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. აქტივისტების მხარდამჭერის დაკავებას ისინი საყვირებით აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ წინააღმდეგ რეპრესიები მიმდინარეობს.