25 აპრილი 2024,   07:39
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა​ გორი-კასპის შემოვლით გზაზე - დაშავებულა ორი ადამიანი

გორი-კასპის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.  კლინიკა "გორმედის" ექიმის, სანდრო ხეჩიკაშვილის ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებით "გორმედში" ავარიის შედეგად დაშავებული ორი პირია შეყვანილი.

ორივე მათგანს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ექიმის განცხადებით, არცერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

დღის ამბები