26 ივლისი 2021,   05:55
ვრცლად
ნიკა მელია აშშ-ში გაემგზავრა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა.

ნიკა მელიას თქმით, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

მათი თქმით, ვიზიტო 10 დღიანია და ამ ხნის განმავლობაში, სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი.

როგორც მელიამ აშშ-ში გამგზავრების წინ განაცხადა, - "მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს".

დღის ამბები