სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს სპირიდონ აბულაძე ისევ სიძულვილის ენით საუბრობს და ამჯერად, ჰომოფობიური გზავნილების შემცველ განცხადებას, სოციალურ ქსელში, წერილობით აქვეყნებს, რომელიც ისევ ნინოწმინდის პანსიონს და ისევ სახალხო დამცველის დაწესებულებაში შესვლას ეხება.
ომბუდსმენის შემდეგ, ამჯერად მთავარეპისკოპოსი საკუთარ განცხადებაში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელსაც ახსენებს.
"მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმიდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა.
ამ სატანის მსახურებს ჩვენ უნდა ვუპასუხოთ წმიდა წერილის სიტყვებით:
"ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: მამათმავალნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს". (პირველი კორინთელთა თავი 6 მუხლი 9--10)
"ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინოთ, ვიდრე ღმერთს".(საქმე მოციქულთა თავი 4. მუხლი 19)
"ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა". (საქმე მოციქულთა თავი 5. მუხლი 29)
"იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით." (პირველი პეტრესი თავი 5 მუხლი 8--9)
"მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან" (წმ. იაკობ მოციქულის ეპისტოლე თავი 4 მუხლი 7)
"სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის". (სიბრძნე ზირაქისა თავი4 მუხლი 28)
"ქართველნო ერთად ღვთისაკენ"! დავიცვათ ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების მომავალი! ნუ იყოფინ სოდომია საქართველოში! ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ! ნუ იყოფინ!" - ნათქვამია სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.