06 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
ხვალიდან "რუსთავი 2-ზე" P.S.-ი ბრუნდება - კვირის მნიშვნელოვან თემებს "პოსტსკრიპტუმის" გუნდთან ერთად გურამ როგავა შეაჯამებს

ორწლიანი პაუზის შემდეგ "რუსთავი 2-ზე" -  P.S.-ი ბრუნდება. პროექტი, ხვალიდან, ისევ ყოველ კვირას, ტრადიციულად 21:00 საათზე გავა ეთერში.

კვირის მნიშვნელოვან თემებს "პოსტსკრიპტუმის" გუნდთან ერთად გურამ როგავა შეაჯამებს.

გადაცემა, რომელსაც არხზე 25 წლიანი ისტორია აქვს, ამჯერად განსხვავებული ფორმატით დაბრუნდება. რეპორტაჟებთან ერთად პირდაპირი ეთერი აუდიტორიას და რესპონდენტებსაც დაეთმობა.

დღის ამბები