13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა - ეს არის დღე რომელიც თბილისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის, ქვეყნის უახლეს ისტორიაში დიდ ტკივილთან ასოცირდება.
22 დაღუპული, ორი დაკარგული და ათასობით დაზარალებული - ასეთი შედეგი მოჰყვა, 2015 წლის 13 ივნისს, თბილიში, სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენებს.
ამ დღეს თბილისს ერთდროულად დაატყდა თავს უხვი ნალექი, მეწყერი, ღვარცოფი და წყალმოვარდნა. უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები განადგურდა. განსაკუთრებული ზიანი თამარაშვილისა და გმირთა მოედანს მიადგა. დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც სამი თანამშრომელი დაიღუპა და ბინადართა ნაწილი დაიხოცა.
ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.
ამ დღის სიმბოლოდ იქცა ბეჰემოთი - ბეგი, რომელიც სტიქიის შედეგად საკუთარი ვოლიერიდან პირდაპირ გმირთა მოედანზე, საავტომობილო გზაზე აღმოჩნდა.