19 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
13 ივნისს დაღუპულების მემორიალთან პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა

დღეს 13 ივნისს დაღუპულებს იხსენებენ. თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა, მემორიალთან დილიდან მიდიან მოქალაქეები, პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები.

სასულიერო პირებმა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. მემორიალთან მივიდა პრემიერი-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.  

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს დღე ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. ჩვენ დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას. პატივს მივაგებთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორეს მხრივ, ამ ტრაგედიამ გახსოვთ, რომ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, მთელი ჩვენი ახალგაზრდობა და არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მუდამ მობილიზებული, ჩვენ უნდა ვიყოთ ყოველთვის მზრუნველი, ამ ოჯახებისთვის მაშინ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო იმ დროს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები