სახალხო დამცველი "პოსტსკრიპტუმში" ნინოწმინდის პანსიონსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.
კითხვაზე - იკვეთება თუ არა მეუფე სპირიდონის პასუხისმგებლობა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ასეთი რეალობა არ იკვეთება, რომ მეუფე სპირიდონი იყო უშუალოდ ჩართული ძალადობის ფაქტებში.
"ჯამში 20-მდე არასრულწლოვანს და სრულწლოვან პირს გავესაუბრეთ ან მე ან ჩემი წარმომადგენელი. არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ უშუალოდ მეუფე სპირიდონი იყო ჩართული ძალადობის პროცესში.
ერთ-ერთი გოგონა გვწერს, რომ როდესაც დასისხლიანებული ვიყავიო, ყელზე მეტყობოდაო, მეორე დღეს შემოდიოდა მეუფე სპირიდონი და ყველას დაგვბანესო, თავზე წაგვაკრესო თავშალი და მე კისერზეც მქონდა თავშალიო, იმიტომ, რომ მეუფე სპირიდონს არ დაენახაო და მითხრეს, რომ მოვფარებოდი და თვალში არ გავჩხეროდი მეუფესო,“ - აღნიშნა სახახლო დამცველმა.