19 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
Sinovac-ის ვაქცინას სხვა პრეპარატებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს - როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ

მოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად ვაქცინაციის და Sinovac-ით აცრის მიმართ განსხვავებულია. "კურიერის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა უარს ამბობს ჩინური პრეპარატით აიცრას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ვაქცინას დამზადების წესის და უსაფრთხოების მიზნით ირჩევს.

მედიკოსები ლოდინს არ გვირჩევენ, რადგან საქართველოსთვის დღეში 1000-მდე შემთხვევა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. იაშვილის კლინიკის დირექტორი აგვისტოში შედეგების გაუარესებას ელოდება და მოქალაქეებს ურჩევს  იმ პრეპარატით აიცრან, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია.

ექიმები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე თავს დაუცველად გრძნობენ, თავად უნდა გახდნენ მაგალითი პაციენტებისთვის. დღეს Sinovac-ით რეგისტრაცია სწორედ სამედიცინო მუშაკების ჩართულობით განახლდა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 მედიკოსი აიცრა.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული 75 000 პირი ჯერ კიდევ 2 თვის წინ უნდა აცრილიყო, თუმცა ამ დროისთვის მედიკოსები ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობის მხოლოდ 20% არიან.

Sinovac-ის 100 000  დოზა საქართველომ ჩინეთისგან საჩუქრად მიიღო. არსებული ინფორმაციით, პრეპარატს ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს და მოქალაქეებს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან იცავს. საქართველოში უკვე 25 000-ზე მეტი Sinovac-ის დოზაა გამოყენებული.

 

დღის ამბები