17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

ლაშა ჩხარტიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმიდან ყველაზე კომიკური 2019 წლის 29 ნოემბერს აქციაზე ლობიოს ჰაერში აყრის გამო დაპატიმრებაა.

საქმეში საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც არის ჩართული. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქეისი პოლიტიკური დევნაა.

"ერთ წელიწადში, ჩემთან მიმართებაში იქნა გამოყენებული სამი ადმინისტრაციული, პოლიტიკური დაკავება, მათ შორის პოლიტიკური პატიმრობა და ერთი სამართლის საქმე იქნა აღძრული. ერთ-ერთ მათგანს ეხება საქმე ეგრეთ წოდებული ლობიოს საქმე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში. ეს საქმე გამორჩეულია თავისი ტრაგიკომიკურობით, იმიტომ, რომ ლობიოს მარცვლების ჰაერში სროლის გამო მე აღმოვჩნდი გასამართლებული და პოლიტიკური პატიმრობის ობიექტი,"- ამბობს ლაშა ჩხარტშვილი.

 

დღის ამბები