საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ნუნუ მიცკევიჩი მოახლოებული ეროვნული გამოცდების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, აბიტურიენტები, რომლებიც გამოცდების პერიოდში კოვიდ ინფიცირებული იქნებიან, საგამოცდი პროცესებს არ ჩამოშორდებიან და გამოცდაზე გამოჯანმრთელების შემდეგ გავლენ.
"წელს მთავარი მესიჯი და სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველა აბიტურიენტი და გამოსაცდელი პირი, რომელსაც გამოცდების პერიოდში იქნება დადასტურებული კოვიდი, არ იქნება დარჩენილი საგამოცდო პროცესის მიღმა, მომზადებული გვექნება მათთვის გეოგრაფიული დაფარვის მიხედვით საგანგებოდ შედგენილი ცხრილი და ისინი გამოჯანმრთელების შემდეგ, არა უადრეს ორი კვირისა კოვიდის დადასტურებიდან, ჩართული იქნებიან საგამოცდო პროცესში.
ეს არის მთავარი ახალი მესიჯი განათლების სამინისტროდან და ამასთან მოგახსენებთ, რომ ის პირები, რომლებსაც გამოცდაზე შესვლის მომენტში დაუფიქსირდებათ ტემპერატურის მატება 37 გრადუსის ზემოთ და არ ექნებათ PCR-ის ტესტი, რომელიც უარყოფითი იქნება, მათთვისაც იქნება ცალკე სივრცე მოწყობილი, ისინი განსაზღვრულ აუდიტორიებსა და სივრცეებში ჩააბარებენ გამოცდას.
ტემპერატურის მატება თერმოსკრინინიგს დროს თუ დაუფიქსირდა გამოსაცდელ პირს და მას თან არ ექნება PCR-ის ტესტი, ასეთი აბიტურიენტები ცალკე სივრცეში მათთვის განკუთვნილ სივრცეში ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში,“ - აცხადებს ნუნუ მიცკევიჩი.