19 ნოემბერი 2024,   22:35
ვრცლად
ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ანა დოლიძემ გადაწყვეტილების შესახებ დღეს განაცხადა და თქვა, რომ ის აქტიურ საარჩევნო კამპანიას გეგმავს.

მეტი სიმწვანე ქალაქს - პარტიის "ხალხისთვის" ლიდერი, არჩევნებში მონაწილეობას ამ სლოგანით აპირებს.

"ქალაქს სჭირდება ადამიანი, რომელიც ქალაქს გახდის ყველასთვის, ხალხისთვის. სადაც ეს ქალაქი იქნება კომფორტული ბავშვებისთვისაც, ქალებისთვისაც, შშმ პირებისთვისაცოჯახებისთვისაც. დღეს ეს ქალაქი არის კონკრეტული პოლიტიკური და კონკრეტული ფინანსური ინტერესებისთვის. მე ვარ შესაბამისი კანდიდატურა ამ საქმისთვის და შესაბამისად, საზოგადოებას და პოლიტიკურ ჯგუფებს ვთავაზობ რომ სწორედ ჩემს კანდიდატურას დაუჭირონ მხარი ამ თანამდებობისთვის," - აცხადებს ანა დოლიძე.  

დღის ამბები