სოციალურ ქსელ facebook-ში ვრცელდება ინფორმაცია ვარშავაში მცხოვრები 24 წლის დიტო ხარხელაურის დაკარგვის შესახებ. ჯგუფში, "ქართველები პოლონეთში" ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ 24 წლის ახალგაზრდა ბოლოს შაბათ დილით ნახეს.
მისივე ინფორმაციით, მას ტელეფონიც გამორთული აქვს.