19 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
ახალი და ძველი სახეები "კურიერში" - რა სიახლე ელის "რუსთავი 2-ის" მაყურებელს

სანდრო სანაია და ავთო გვასალია კურიერის ახალი სახეები ხდებიან. სანდრო სანაია დილა უქმეებს ემშვიდობება და ახალ ამბებს მაყურებელს თამარ ურუშაძესთან ერთად "კურიერის" ეთერიდან გააცნობს.

სანდრო სანაიასთან ერთად "კურიერის" კიდევ ერთი ახალი სახე ავთო გვასალიაა. მასაც მაყურებელი "დილა მშვიდობისა საქართველოდან" უკვე იცნობს.

ცვლილებაა დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაშიც. 9 საათიან კურიერს ნათია ლაზაშვილი დავით კაკულიასთან ერთად წაიყვანს.

სიახლეებისთვის მზადება არხზე უკვე დიდი ხანია დაწყებულია და "რუსთავი2" გრანდიოზული ახალი სეზონისთვის ემზადება, საგანგებოდ საინფორმაციო სამსახურში უკვე რამდენიმე კვირაა სპეციალური სტუმარია ჩამოსული ამერიკიდან. ბევრი რეკომენდაცია კურიერის განახლებასთან დაკავშირებით სწორედ ცნობილ პროდიუსერი რობ ფელდმანს ეკუთვნის.

ცხელი ზაფხულის შემდეგ მაყურებელს კიდევ ბევრი სიახლე ელის, მათ შორის "კურიერში", რომლის სრული რებრენდინგიც უკვე დაწყებულია, ხვალიდან კი მორიგი ისტორიის დაწერას "რუსთავი2" ჯერ ახალი წამყვანებითა და ფორმატით დაიწყებს და ერთგულ მაყურებელს 12-ზე, 3-ზე და 6-ზე და 9-ზე, ახალ თუ ძველ სახეებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე საინტერესო და აქტუალურ ამბებს გააცნობს.

დღის ამბები