EMC-ის დირექტორი თამთა მიქელაძის შეფასებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელის პოსტზე ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის დანიშვნა ხელისუფლების მიმართ მისი ლოიალური დამოკიდებულების გამო მოხდა.
"ვფიქრობ მეუფე იაკობის დანიშვნა ამ პოზიციაზე მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ის ხელისუფლების მიმართ აშკარად ლოიალურია. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური კრიზისის დროს როგორ ერთგულებას აჩვენებს მთავარეპისკოპოსი იაკობი "ქართულ ოცნებას".
ამიტომ, სავარაუდოდ, მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ეს რეფორმის პროცესი უფრო უმტკივნეულოდ და წინააღმდეგობის გარეშე ჩაივლის. თუმცა სწორედ, იმის გამო, ამავდროულად მეუფე იაკობი გამოირჩევა საკმაოდ აგრესიული რიტორიკით სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, ის ამ პროცესს დაგეგმავს ისე, რომ ის რაღაცა ტიპის უკან დახევა არ იქნება საპატრიარქოსთვის.
ამიტომ მე ვფიქრობ, ორი ლოგიკით შეირჩა მისი კანდიდატურა," - აღნიშნა მიქელაძემ "ღამის კურიერის" ეთერში.