ნინოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებებია. რას შეცვლის ახალი დირექტორი, ჯერ მედიისთვის უცნობია. მთავარეპისკოპოს იაკობს ადგილზე, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, რამდენიმე წუთში ელოდებიან. პანსიონის ახალმა დირექტორმა გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
"კურიერის" ინფორმაციით, სავარაუდოდ, დღესვე გაირკვევა, შეუშვებენ თუ არა ჩაკეტილ დაწესებულებაში მედიას.
"საკადრო ცვლილებები დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის ოპტიმიზაციასთან, ვინაიდან, მოგეხსენებათ, უკვე პანსიონში არის 23 ბავშვი და იმის საჭიროება, რომ ახლა სრულად იყოს დატვირთული პანსიონი, დღეის მდგომარეობით, უკვე აღარ არსებობს.
მეუფე განიხილავს ყველა საკითხს, თუნდაც - ბენეფიციარებთან შესაძლო კომუნიკაციის პრესისა და მასმედიის საშუალებით, უბრალოდ, ეზოში შესვლის საკითხი, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად მან გადაწყვიტა.
რაც შეეხება ბენეფიციარებს, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სოცმუშაკებისა და ფსიქოლოგებთან ერთად, რომ რაიმე ისეთი კანონდარღვევა ჩვენი მხრიდან არ იქნას ჩადენილი,“ - აცხადებს საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა.