ჯანდაცვის მინისტრმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები გადასცა. დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.
დამატებით, დევნილ ვეტერანთა 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც, საცხოვრებელი ფართებს ქუთაისსა და ზუგდიდში, უახლოეს მომავალში, უპირობოდ მიიღებენ.
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.