19 ნოემბერი 2024,   22:41
ვრცლად
ცვლილებები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში - რას გეგმავს ახალი მმართველი და რატომ გაათავისუფლეს აღმზრდელების ნაწილი 

აღმზრდელების ნახევარზე მეტს ნინოწმინდის პანსიონი დაატოვებინეს. ბავშვთა სახლის ახალი მმართველი სახალხო დამცველთან შესახვედრად ემზადება, თუმცა ბოდბელი ეპისკოპოსი ნინო ლომჯარიას არა ნინოწმინდაში, არამედ თბილისში გაესაუბრება.

მეუფესთან გასაუბრების შემდეგ ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის საშუალება 3 წლიანი პაუზის მერე ისევ მიეცემა.

პარალელურად, საპატრიარქო სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთს ახალი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ასაშენებლად იღებს. ძველი პანსიონის ნაცვლად კი ნინოწმინდაში მცხოვრები ბავშვებისთვის დღის სკოლა გაიხსნება. მეუფე იაკობმა პანსიონში რეორგანიზაცია უკვე გამოაცხადა.

დღის ამბები