03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
წლების შემდეგ პენსია და საარსებო მინიმუმი გაიზრდება, - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ დაპირება პენსიების ზრდის შესახებ შესრულებულია.

„ჩვენი დაპირება, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდებოდა, შესრულებულია. ახლა პენსიონერები 150 ლარს იღებენ, როცა საარსებო მინიმუმად 148 ლარია განსაზღვრული,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საარსებო მინიმუმი და პენსიის ოდენობა მცირეა, თუმცა მთავრობა მუშაობს მის გაორმაგებაზე და ის წლების განმავლობაში გაიზრდება.

„მე მესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, ვცდილობთ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ზრდა მოხდება წლების შემდეგ, მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკა გაძლიერდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები