ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ახალი მმართველის ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის თქმით, დაწესებულებაში ის თანამშრომლები ვერ დარჩებიან, ვისთანაც ბავშვებს პრეტენზიები ჰქონდათ.
"თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია, თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის.
მიღებული მაქვს უკვე გადაწყვეტილება და ისინი არ იმუშავებენ. რამდენიმე ადამიანი არავითარ შემთხვევაში აღარ იმუშავებენ. დღეს ჩემთან არცერთი არ არის დარჩენილი, რომელიც ფიგურირებს," - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველსა და პანსიონის ახალ მმართველს შორის შეხვედრა დღეს გაიმართა. როგორ სახალხო დამცველმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის ნინოწმინდის პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს შევა.