მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის განყოფილების მესამე სართულიდან გადახტა, კვლავ მძიმეა. 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე გერმანულ ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას.
"ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. პაციენტი დაკვირვების ქვეშაა და მიმდინარეობს მასზე სრული მონიტორინგი,"- აცხადებს მთავარი ექიმი.
ლევან გაჩეჩილაძის ყოფილი მეუღლე მედიასთან მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. სწორედ მეუღლის საჩივრის საფუძველზე იმყოფებოდა მამაკაცი პოლიციაში, მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
ლევან გაჩეჩილაძის ნათესავებს უჭირთ საუბარი, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ფანჯრიდან გადახტომის მიზეზი. მათივე განცხადებით, გაჩეჩილაძის მეუღლე წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა და მათი დაშორების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"კურიერის" ინფორმაციით, პოლიციელებს, რომლებიც მამაკაცის შენობიდან გადახტომას შეესწრნენ, ამ დრომდე, სამსახურეობრივი უფლებამოსილება არ შეჩერებიათ.