19 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
უკავშირდება თუ არა 46 წლის მამაკაცის პოლიციის შენობიდან გადახტომა პოლიციელის გულგრილობას - მომხდარს სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს

უკავშირდება თუ არა დიდუბეში მომხდარი პოლიციელის გულგრილობას - განყოფილების მესამე სართულიდან გადმომხტარი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს.

46 წლის ლევან გაჩეჩილაძე სართალდამცველებმა მეუღლის საჩივრის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად დაიბარეს. სწორედ ამ პროცედურების დროს გადახტა ის შენობის აივნიდან.

მომხდარს წინ ყოფილ ცოლ-ქმარს შორის ხანგრძლივი კონფლიქტი უძღოდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაშავებული მამაკაცის მეუღლე წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა, უკვე საბერძნეთიდან დაბრუნებულმა კი ქმართან გაშორება და ახალი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. დღეს სოფიო ჯანემიძემ "კურიერს" კარი არ გაუღო, ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა მისმა ახალმა მეუღლემაც.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების პარალელურად, ლევან გაჩეჩილაძისა და სოფიო ჯანელიძის ოჯახური კონფლიქტის საქმეს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაშავებულ მამაკაცს უკვე აქვს ყოფილი მეუღლის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერი, პოლიციის შენობიდან გადმოხტომისთვის კი მას ჯარიმაც დაეკისრება.

დღის ამბები